წყალმომარაგება სრულად 25 ივნისიდან აღდგება - GWP
GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი, გიგა ნადირაძე ამბობს, რომ მაგისტრალურ წყალსადენზე დამატებით შეფერხებებს არ ელის და პროცესი დაგეგმილ ვადაში, ანუ 25 ივნისს დასრულდება.
გიგა ნადირაძემ ჟურნალისტებთან დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა და თქვა, რომ დაზიანებული მონაკვეთის ჩანაცვლებამდე მოხდება სკანირების გაკეთება და მილსადენის დეტალური დათვალიერება.
„შემდგომი რიგის ღონისძიებები იქნება უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, უშუალოდ სამუშაო არეალის მოწესრიგება და დამუშავება, მოხდება დაზიანებული მონაკვეთის ჩაჭრა, ასევე დაგეგმილი გვაქვს, როგორც დაზიანებული მონაკვეთის მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარეს მილსადენის დათვალიერება შიგნიდან და სპეციალური აღჭურვილობით სკანერის გაკეთება, რათა დადგინდეს ცალკეულ ნაკერში მილსადენს ხომ არ აქვს რაიმე პრობლემა, რამაც შეიძლება მისი აღდგენის შემდგომ გარკვეული შეფერხებები გამოიწვიოს. შემდგომ მოხდება უშუალოდ ამ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა, ახლით ჩანაცვლება და დავიწყებთ ქსელის დატვირთვას. სამუშაოების ტემპი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ დაანონსებული გრაფიკის მიხედვით მივყვებით ღონისძიებებს, რაიმე ტიპის შეფერხებებს არ ველით შესაბამისად, სამუშაოები დასრულდება დაგეგმილ ვადაში“,- განაცხადა გიგა ნადირაძემ.
კითხვაზე, როდის აღდგება სრულად ელექტრომომარაგება, ნადირაძე პასუხობს, რომ არაფერი მომხდარა ისეთი, რაც გეგმას ხელს შეუშლის, შესაბამისად, წყალმომარაგება სამშაბათიდან[25 ივნისიდან] აღდგება.
წყარო: bm.ge