ძლიერი წვიმის შედეგად, რუსთავში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა
ძლიერი წვიმის შედეგად, რუსთავში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. არსებული ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე, სადაც შეუძლებელია ავტომობილებით გადაადგილება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა.
კადრი: ინფო რუსთავი