თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლიდან თბილისში მოფრინავდა, უამინდობის გამო უკან გაბრუნდა
თურქული ავიაკომპანია „პეგასუსის“ თვითმფრინავი „ბოინგ-737“ რომელიც სტამბოლიდან თბილისში მოფრინავდა, უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაფრინდა და უკან თურქეთში გაბრუნდა. ინფორმაციას Flightradar24 ავრცელებს.
სხვა ავიარეისებმა, კერძოდ არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ბაქოდა თბილისში დაფრენა მოახერხეს.