თეგებით ძიება

„ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება ან შეურაცხყოფა, ბოდიშს ვუხდი მათ და მათი ოჯახის წევრებს“ - გიორგი ვაშაძე

ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება ან მათი შეურაცხყოფა, ბოდიშს ვუხდი მათ და მათ ოჯახის წევრებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

გუშინ "ტვ პირველზე", ერთ-ერთ გადაცემაში სამედიცინო ტერმინი გამოვიყენე პოლიტიკური ოპონენტის ქცევის შეფასებისას.

სამწუხაროდ, ჩემი თაობის ადამიანებს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, ბავშვობიდან ჩვევაში გვაქვს გამჯდარი ასეთი ტერმინების გამოყენება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში, რაც შესაცვლელია და იცვლება კიდეც ახალ თაობებში.

ისიც მესმის, რომ საჯარო პირებს გაცილებით მეტი მოგვეთხოვება ამ მხრივ.

რა თქმა უნდა, იქვე, გადაცემაშივე, განვმარტე, რომ ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება ან მათი შეურაცხყოფა.

ბოდიშს ვუხდი მათ და ყველა მათ ოჯახის წევრს - წერს ვაშაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა