თეგებით ძიება

რუსთაველზე, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

რუსთაველის მეტროს მიმდებარედ, სადაც აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობისას, საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოძრაობა "დაფიონის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ცეცხლაძემ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლისკენ მოუწოდა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა კი ამის უფლება არ მისცა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მოძრაობა "დაფიონის“ წარმომადგენელი ნიკო მანაგაძე აცხადებს, მომიტინგეებს სურთ, კიდევ ერთხელ გააგონონ ხელისუფლებას მათი ხმა და დაგმონ ხუთი წლის წინ, „პუტინის რეჟიმის წარმომადგენლის საქართველოს პარლამენტში მიყვანა და თავმჯდომარის სკამზე მოთავსება“, ასევე, რამდენიმე კვირის წინ ე.წ. რუსული კანონის მიღება, რომელმაც საზოგადოების მხრიდან საპროტესტო ტალღა გამოიწვია.

აქცია თბილისში 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაიგეგმა. აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელი აქცია ე.წ. გავრილოვის ღამიდან 5 წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მომიტინგეების თქმით, ისინი ხელისუფლების დასავლური კურსის ცვლილებას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა „რუსული ორბიტისკენ” წაიყვანა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა