თეგებით ძიება
20. 06. 2024 მსოფლიო

88 წლის ასაკში მსახიობი დონალდ საზერლენდი გარდაიცვალა

88 წლის ასაკში კანადელი მსახიობი დონალდ საზერლენდი გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია, მსახიობს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

დონალდ საზერლენდის კარიერა 60 წელზე მეტს მოიცავს. ის არის მსახიობ კიფერ საზერლენდის მამა. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: Klute, Don't Look Now, The Day of Locust, Casanova, 1900, Animal House, Backdraft, JFK. ახალგაზრდა მაყურებელი მას The Hunger Games-ის ფრენჩაიზში პრეზიდენტ სნოუს როლით იცნობს. 

1982 წელს კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო პრიზი საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის

1995 — ემის პრემია მამაკაცის მეორეხარისოხანი როლისთვის

1996 — ოქროს გლობუსი მამაკაცის მეორეხარისოხანი როლისთვის

1998 — სატელიტის ჯილდო მამაკაცის მეორეხარისოხანი როლისთვის

2003 — ოქროს გლობუსი მამაკაცის მეორეხარისოხანი როლისთვის

2018 — საპატიო ოსკარი კინემატოგრაფში დამსახურებისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა