თეგებით ძიება

„მილის აღდგენით წყლის მიწოდება განახლდება, მაგრამ პრობლება არ გადაწყდება“ - თეა გოდოლაძე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად გათიშულია. დედაქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს, წყალი გრაფიკით მიეწოდება. როგორც გეოლოგი თეა გოდოლაძე წერს, მილის აღდგენით წყლის მიწოდება განახლდება, მაგრამ პრობლება არ გადაწყდება:

დღეს დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები ვნახეთ. GWP ინტენსიურად აწარმოებს წყლის მილის ნაყარი გრუნტისაგან გათავისუფლებისა და აღდგენით სამუშაოს. ხდება უზარმაზარი ნაყარის “მთის” დატერასება, რათა მილამდე დავიდნენ. დიახ, სამუშაო რისკის შემცველია და მადლობა სამუშაოს შემსრულებლებს. მილის აღდგენით წყლის მიწოდება განახლდება, მაგრამ პრობლება არ გადაწყდება. ეს გრუნტის მასა არასტაბილურია და პრობლემებს კვლავაც გამოიწვევს(მილი ქვემოთ გადის და ამ არაკონსოლიდირებული ნაგვის სიმაღლე საკმაოდ დიდია), დატერასება არ უშველის. ეს მასა უნდა გაიტანონ. მილის ტრაექტორიის შეცვლა კიდევ უფრო რთული პრობლემაა და ხანგრძლივი. ძალიან მინდა მომავალში ისეთი ქვეყანა ავაშენოთ, სადაც რისკის მართვა და გადაზღვევა მხოლიდ სიტყვები არ იქნება - წერს თეა გოდოლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა