მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში გადავარდნილი მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი
საავადმყოფოში გადაიყვანეს მოქალაქე, რომელიც დღეს დილით მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში ჩავარდა.
როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე უცნობია.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ და მოძრაობა მეტროს მე-2 ხაზზე სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება.