თეგებით ძიება

საბურთალოს ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა

მეტროში საბურთალოს ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა.

როგორც ცნობილია, დღეს დილიდან მეტროს მეორე ხაზზე მოძრაობა პარალიზებული იყო. მიზეზი კი ინციდენტი გახდა. ერთ-ერთი მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა. შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებული იყო.

როგორც სატრანსპორტო სამსახურში განაცხადეს, კაცი ლიანდაგებიდან მაშველებმა უკვე ამოიყვანეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

მამაკაცი კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. შესაბამისი სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ ხაზზე მოძრაობა განახლდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა