თეგებით ძიება

ცესკო გამოდის ერთპარტიული - გიორგი მსხილაძე

"აღნიშნული კომისია გამოდის ერთპარტიული და უბრალო უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება, მიგვაჩნია, რომ იქნება ნაკლებად ეფექტური, ვიდრე კონსენსუსზე მიღებული გადაწყვეტილება", - ამ განცხადებას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აკეთებს.

მაშინ, როდესაც "ოცნება" პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კოდექსისთვის დადებული ვეტოს დაძლებისთვის ემზადება, მსხილაძე ამბობს, რომ ცესკო ერთპარტიული ორგანო ხდება, სადაც გადაწყვეტილებები კონსენსუსზე არ იქნება დაფუძნებული.

"კონსენსუსზე დაფუძნებით მიღებულ გადაწყვეტილებას მეტი ლეგიტიმაცია აქვს, ვიდრე უბრალო უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას, მაშინ, როდესაც ბოლო ცვლილებების თანახმად, აირჩევა 7 წევრი უბრალო უმრავლესობით, ისევე როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. შესაბამისად, აღნიშნული კომისია გამოდის ერთპარტიული და უბრალო უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება, მიგვაჩნია, რომ იქნება ნაკლებად ეფექტური, ვიდრე კონსენსუსზე მიღებული გადაწყვეტილება," - ამბობს მსხილაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა