თეგებით ძიება
21. 06. 2024 მსოფლიო

სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

სომხეთის რესპუბლიკამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა, - შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უწყების ცნობით, ერევანი შეუერთდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებაში ორი სახელმწიფოს პრინციპს.

„სომხეთის რესპუბლიკა ადასტურებს ერთგულებას ხალხთა თანასწორობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი. სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“, - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა