ხანძარი თურქეთის სამხრეთ რეგიონში - არის მსხვერპლი
თურქეთის სამხრეთ რეგიონში მასშტაბურ ხანძარს მსხვერპლი მოყვა. დაღუპულია სულ მცირე ხუთი და დაშავებული 44 ადამიანი. დაშავებულთაგან ათის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ხანძარი დიარბაქირისა და მარდინის პროვინციებს შორის მძვინვარებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ცეცხლი 22:15 საათისთვის გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო, სწრაფად გავრცელდა. ამჟამად სტიქია ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები