კენსინგტონის სასახლემ მამის დღის აღსანიშნავად პრინც უილიამისა და მისი შვილების ფოტო გამოაქვეყნა
კენსინგტონის სასახლემ მამის დღის აღსანიშნავად პრინც უილიამისა და მისი შვილების ფოტო გამოაქვეყნა.
ფოტო უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა გადაიღო. სურათზე მისი მეუღლე უილიამი და წყვილის შვილები - შარლოტა, ლუი და ჯორჯი პლაჟზე არიან აღბეჭდილები. ფოტო ნორფოლკშია გადაღებული.
სოციალურ ქსელებში სურათს თანდართული აქვს წარწერა „გვიყვარხარ, მამა. გილოცავთ მამის დღეს. ჯ., შ., ლ.“.
დიდ ბრიტანეთში მამის დღე ივნისის მესამე კვირას აღინიშნება.