თეგებით ძიება
21. 06. 2024 მსოფლიო

ისრაელის საგარეო უწყებამ, სომხეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით, სომხეთის ელჩი დაიბარა

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის ელჩი უწყებაში დაიბარა მას შემდეგ, რაც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„სომხეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელში სომხეთის ელჩი მკაცრი საყვედურისთვის დაიბარა“, - აღნიშნულია ისრაელის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებაში ორი სახელმწიფოს პრინციპს და რომ სომხეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა