ვინ არის ბიჭი, რომელმაც თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე საქართველოს ნაკრების განლაგება გამოსახა?
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნამდვილი ქომაგი, რომელმაც თბილისში, ზაქარიაძის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე საქართველოს ნაკრების განლაგება გამოსახა – 24 წლის დავით ოღრაპიშვილია.
"ვაპირებდი დამემტკიცებინა, რომ ვარ ნამდვილი ქომაგი. როგორც ხედავთ განვახორციელე ჩემი იდეა, ჩემი მოტივაცია იყო ის, რომ ნაკრების ფეხბურთელები ამ ყველაფერს ნახავდნენ“ – ამბობს დავით ოღრაპიშვილი, რომლის ინტერვიუს „ნატახტარი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დავითი 22 ივნისს საქართველოს ნაკრებს გერმანიაში უგულშემატკივრებს.