როგორ უნდა დავიცვათ თავი მაღალი სიცხისგან და რა რისკები არსებობს? - NCDC-ის რეკომენდაციები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელი დღეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს და რეკომენდაციით მიმართავს.
მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს.
სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2003 წელს დაფიქსირებული „თბური ტალღები“ ევროპაში 70,000 სიკვდილის მიზეზი გახდა.
ცოდნამ, თუ როგორ დაიცვა თავი ცხელ დღეებში, შესაძლოა იხსნას შენი და შენი ახლობლების სიცოცხლე.
ვინ იმყოფება ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?
✔️ 75 წლისა და უფროსი ასაკის ხანდაზმულები
✔️ ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები
✔️ ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები
✔️ გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები
✔️ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პირები
✔️ გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე
✔️ ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები
თავი აარიდეთ სიცხეს
✔️ გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით
✔️ თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას
✔️ მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში
✔️ მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შესასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე
✔️ დარჩით/გაჩერდით ჩრდილში
როგორ მოვიქცეთ, თუ ვინმეს დახმარება სჭირდება?
✔️ ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს.
✔️ თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულს, რომელსაც სჭირდება თქვენი დახმარება, მოინახულეთ სულ მცირე ყოველდღე.
✔️ თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად იღებს რომელიმე მედიკამენტს, ჰკითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე.
✔️ შეისწავლეთ პირველი დახმარების ჩვევები, რათა იცოდეთ როგორ მოიქცეთ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რადგან შესაძლოა დასჭირდეს.
✔️ თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს ტელევიზიის, რადიოს ან ინტერნეტის საშუალებით.
მიმართეთ ექიმს, თუ:
✔️ დამწვრობა მიიღო 1 წლამდე ასაკის ბავშვმა,
✔️ განვითარდა ცხელება (მოიმატა სხეულის ტემპერატურამ)
✔️ გაჩნდა სითხით სავსე ბუშტუკები და ძლიერი მტკივნეულობა
დაიმახსოვრეთ:
✔️ მზით დამწვრობის შემდეგ მოერიდეთ მზეზე განმეორებით გასვლას
✔️ არ გახეთქოთ დამწვრობის შემდეგ წარმოქმნილი ბუშტუკები
მზით დამწვრობის რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან:
✔️ ადამიანები, რომელთაც აქვთ ღია შეფერილობის კანი და თმა, ღია ფერის თვალები.
✔️ 6 წელზე ნაკლები და 60 წელზე ასაკოვანი ადამიანები.
ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა
დაუკავშირდით ბავშვის ექიმს მაშინვე, როცა რომელიმე ქვემოთ არსებულ სიმპტომს შენიშნავთ:
✔️ სისუსტე
✔️ ძლიერი დაღლილობა
✔️ თავის ტკივილი
✔️ ცხელება
✔️ ინტენსიური წყურვილი
✔️ შარდის შეკავება
✔️ გულისრევა
✔️ ღებინება
✔️ ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა
✔️ დაბუჟება
✔️ კუნთების ტკივილი