ქუთაისში 2 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადმოვარდა
ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. ინფორმაციას მთავარი არხის ვებ-გვერდი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თვითმხილველები ყვებიან, რომ სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ბავშვი ჯერ მეზობლის აივნის სახურავს დაეცა, შემდეგ კი ძირს დავარდა.
“საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ბედნიერები ვართ, რომ პატარას სიცელქე ტრაგედიით არ დასრულდა”, - უთხრა “მთავარ არხს” თვითმხილველმა.