თეგებით ძიება
21. 06. 2024 მსოფლიო

გარანტიას გაძლევთ, რომ მე ამას არ გავაკეთებ - არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპი უკრაინაში ამერიკულ ჯარს არ გაგზავნის

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში ამერიკულ ჯარს არ გაგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ტრამპმა უპასუხა შეკითხვას უკრაინაში აშშ-ის სამხედრო ძალების შესაძლო გაგზავნის შესახებ, თუ ის პრეზიდენტი გახდება.

„მე გარანტიას გაძლევთ, რომ მე ამას არ გავაკეთებ“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ტრამპმა დასძინა, რომ „საფრანგეთისთვის სიტუაცია სხვანაირია, რადგან ისინი მეტ-ნაკლებად მეზობლები არიან, ხოლო ჩვენ შორის ოკეანეა“.

„ახლა გამუდმებით მესმის საუბარი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე, რომ საფრანგეთს სურს ბრძოლა უკრაინაში, წარმატებები მათ“, - განაცხადა ტრამპმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა