თეგებით ძიება

სამწუხაროდ, ოთარ კიტეიშვილი ჯერ კიდევ არ არის თამაშისთვის მზად - ალექსანდრე იაშვილი

სამწუხაროდ, ოთარ კიტეიშვილი ჯერ კიდევ არ არის მზად, სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს, რომ მალე მზად იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერს თავისი დრო სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მედიასთან განაცხადა.

​„ვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის, ბიჭები ყველა მზადყოფნაში არიან. ჩეხეთი რთული მეტოქეა. პორტუგალიასთან თამაშის დროსაც ვიხილეთ, რომ კარგად ითამაშეს, პორტუგალიასაც ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ჩვენი მიზანია წარმატების მიღწევა“, - აღნიშნა იაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა