ასეთი სიზმრები სანქციებმა იცის, ჩვენს დასანქცირებულებსაც მალე მსგავსი რამ დაესიზმრებათ - რას წერს რომან გოცირიძე?
უნდა ჩავიხედო ფროიდის “სიზმრების ახსნაში”, რას ნიშნავს ძროხის მოწველა - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
დღეს, თათბირზე, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ესიზმრება, რომ ძროხებს წველის საკუთარი ხელებით. ბოროტი ენები ამბობენ, რომ მსგავს სიზმრებს იგი პუტინთან შეხვედრის შემდეგ ნახულობს. ერთხელ უთქვამს, ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს კარტოფილი ვიყოო:))
ჩემი აზრით, ასეთი სახის სიზმრები სანქციებმა იცის. დარწმუნებული ვარ, ჩვენს დასანქცირებულებსაც მალე მსგავსი რამ დაესიზმრებათ. თუ წინათ ესიზმრებოდათ, როგორ რთავდნენ ნაძვის ხეს ასდოლარიანებით, ახლა დაესიზმრებათ, როგორ მოსდევთ ხარი, მარტორქა ან სულაც მამაცი თხა, როგორ უნდათ, რომ სწრაფად გაიქცნენ და ფეხები არ მიჰყვებათ.
ისე, უნდა ჩავიხედო ფროიდის “სიზმრების ახსნაში”, რას ნიშნავს ძროხის მოწველა. რაიმე ლგბტ პროპაგანდასთან ხომ არაა კავშირში:))- წერს რმან გოცირიძე.