თეგებით ძიება

„ანძის ამონაწერი აჩვენებს, რომ ტელეფონი ვაკის პარკის არეალში იყო…“ – რას ამბობს ლევან გახელაძე დაკარგულ ძმაზე

თბილისში დაკარგულ პროფესორს, გიორგი გახელაძეს ეძებენ. დღეს, ოჯახის წევრები კუს ტბის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მოხალისეებთან ერთად, სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთნენ.

ძებნის ოპერაციაში მონაწილეობენ მეხანძრე მაშველები, რომლებიც დრონებით და შესაბამისი აღჭურვილობით მუშაობენ. სწორედ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ქრება გახელაძის კვალი, რასაც სატელეფონო ანძებიდან ამოღებული ჩანაწერებიც ადასტურებს.

ამოღებულია სათვალთვალო კამერების კადრების ნაწილი. ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ გიორგი გახელაძე ბოლოს, ვაკის პარკის წინ, აფთიაქსა და ქსელურ მაღაზიაში შევიდა. მიმდინარეობს მასალების მოკვლევა.

გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

„ანძის ამონაწერი აჩვენებს, რომ ტელეფონი იყო ამ [ვაკის პარკის] არეალში, იმ გადამცემ სადგურთან იყო დაკავშირებული, რომელიც ემსახურება ვაკის პარკს. კომუნიკაცია გვაქვს პოლიციასთან, დავათვალიერეთ პარკის ტერიტორია და პოლიციასთან ერთად მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს. პოლიცია ათვალიერებს კამერებს. მაშველებიც იყვნენ მოსულები, ისინი ისეთ ადგილებში ეძებენ, რომლებიც უფრო სახიფათოა“, – განაცხადა გიორგი გახელაძის ძმამ ლევან გახელაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა