გთხოვთ ყველას, ამ პერიოდში განსაკუთრებულად ილოცოთ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის - ილია მეორე
საქართველოს საპატრიარქო სულთმოფენობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მისალოც წერილს აქვეყნებს:
"გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს!
გვიახლოვდება საეკლესიო ცხოვრების მეტად მნიშვნელოვანი დღეები: შაბათს, 22 ივნისს, არის მიცვალებულთა გამორჩეულად დიდი დღე, - სულის შაბათი და ხსენება პირველი ქრისტიანი მეფე-დედოფლისა, ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინესა და მისი დედის, ელენესი. კვირას ვიზეიმებთ ამ ქვეყნად ეკლესიის დაარსების დღეს, სულთმოფენობას, იგივე მარტვილიას და აჭარაში ქრისტესთვის წამებულთა ხსენებას. ორთაბათიდან კი იწყება სულიწმინდის დღეები შაბათის ჩათვლით. გილოცავთ! და გთხოვთ ყველას, ამ პერიოდში განსაკუთრებულად ილოცოთ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის. სულიწმინდის მადლი და ჩვენს დიდებულ წინაპართა მეოხება არ მოკლებოდეს სრულიად საქართვლოს და თითოეულ თქვენგანს, ამინ!"
ილია II სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი21.06.2024