თეგებით ძიება
22. 06. 2024 მსოფლიო

თურქეთში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულებიც

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ კოჩა ავრცელებს. 

"დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა," - განაცხადა კოჩამ და აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად 78 ადამიანი დაშავდა, მათგან ხუთი საავადმყოფოში, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ადგილზე, ამ დრომდე მუშაობენ მეხანძრეები. 

ხანძარი დიარბაქირის პროვინციის, ცინარისა და მარდინის პროვინციის, მაზიდაგის რაიონებში კულტივირებულ ტერიტორიებზე გაჩნდა. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ხანძარი ელექტროგადამცემი ხაზიდან, 20 ივნისს ღამით გაჩნდა, საიდანაც ცეცხლი რამდენიმე დასახლებულ პუნქტში სწრაფად გავრცელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა