უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში, რუსების თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 19 დაშავდა
გასული დღის განმავლობაში,უკრაინაში, რუსების თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს.
რუსეთის სამიზნეში უკრაინის 14 ოლქი მოხვდა: ჩერნიგოვი, სუმი, ოდესა, მიკოლაივი, ლუგანსკი, ვინიცია, ლვოვი, ვოლინი, დნეპროპეტროვსკი, ივანო-ფრანკოვსკი, ზაპორიჟიე, ხერსონი, ხარკოვი და დონეცკი.
გუბერნატორ ვადიმ ფალაშკინის განცხადებით, რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოექცა დონეცკის ოლქის
პოკროვსკის, ბახმუტისა და კრამატორსკის რაიონები. ქალაქ სელიდოვეში - 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. რუსეთის თავდასხმამ დააზიანა ხუთი მაღალსართულიანი შენობა, ექვსი სახლი და მანქანა. ტორეცკზე -მრავალჯერადი თავდასხმების შედეგად დაიღუპა 2 მცხოვრები და დაშავდა 1, დაზიანდა 13 სახლი, ადმინისტრაციული შენობა და ინფრასტრუქტურა. სოფლებზე დრუჟბაზე, პივნიჩნესა და ნიუ-იორკზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.
გუბერნატორმა ოლეგ სინიეგუბოვმა განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქში დრონი მანქანას დაეჯახა, შედეგად ქალი მძროლი დაიღუპა და კაცი დაშავდა.
გუბერნატორის, სერხიი ლისაკის, თქმით, რუსულმა ძალებმა რაკეტით დაარტყეს სურსათის საწყობს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი რიჰში, რამაც დააზიანა ათეული საწარმოს საწყობი. დაშავდა 2 კაცი. მისივე თქმით, რუსები, გასული დღის განმავლობაში, ნიკოპოლის რაიონს 15-ჯერ დაესხნენ თავს.
გუბერნატორმა ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა, რომ ხერსონში დაზიანდა სამი სახლი, მაღლივი შენობა და ადმინისტრაციული შენობა, რეგიონში 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.
გუბერნატპრ, ივან ფედოროვის თქმით კი, ზაპოროჟიეში 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.