ცემით მოკლული ბიჭის საქმე - ვისი ჩვენების საფუძველზე დააკავეს 3 ახალგაზრდა და აღიარებენ თუ არა ისინი ბრალს?
ცემით მოკლული ახალგაზრდის საქმე - დაკავებულების ადვოკატი "პირველებთან" ამტკიცებს, რომ 19 წლის ბიჭის მკვლელობაში მათ ბრალი არ მიუძღვით.
ცნობილი გახდა, რომ საქმეში მთავარი ოქროს მოწმე, ვინც ჩვენება მისცა გარდაცვლილი ბიჭის ძმაა, რომელიც უშუალო თვითმხილველია, თუ როგორ უსწრებოდნენ ჯგუფურად 19 წლის შაკო ისაევს. სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე დააკავეს სამი 25 წლამდე ახალგაზრდა.
გაფართოვდება თუ არა დაკავებულ პირთა წრე ცემით მოკლული ბიჭის საქმეზე? შაკო ისაევის ოჯახი ყველა დამნაშავის დასჯის მოლოდინშია. ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ქუჩურ გარჩევაში 15-მდე პირი იყო ჩართული, შესაბამისად ოჯახი მოითხოვს პასუხისგებაში იქნას მიცემული ყველა დამნაშავე, რომელიც 19 წლის ბიჭზე და მის ძმაზე ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა.
დიდი ალბათობით, ამ საქმის სხვა ფიგურატნების კვალზე გასვლაა გამოძიებას გაუჭირდება, რადგან საბედისწერო ადგილზე სათვალთვალო კამერები არის დამონტაჟებული.
3 დაკავებულს, რომლებსაც უკვე აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდათ, საგამოძებო უწყებამ ბარალი დაუმძიმდა, მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ 19 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა. სამივე მათგანს ახლა ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავებიან. დაკავებულებს 14 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ
დადგენილია, რომ ბრალდებულებმა შაკო ისაევი ქუჩაში გამეტებით წიხლებით და მუშტებით სცემეს. 19 წლის ბიჭი სიკვდილს ერთი კვირის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამ შემზარავ დანაშაულს კიდევ უფრო შემზარავს დანაშაულის მოტივი ხდის. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა დაკავებულებმა უბნის მაყურებლების სახელით ჩაიდინეს.