პელეს დედა გარდაიცვალა
პელეს დედა სელესტა არანტესი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია ავრცელებს.
პარასკევს, 21 ივნისს, 101 წლის ასაკში გარდაიცვალა ფეხბურთის მეფის, ფეხბურთის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს (პელე) დედა სელესტა არანტესი, – იუწყება ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია და აღნიშნავს, რომ გამოსასვლელი დღეების ყველა მატჩის წინ ფეხბურთელები და მაყურებლები მის ხსოვნას წუთიერ დუმილს მიაგებენ.
სელესტა არანტესი საავადმყოფოში რვადღიანი ყოფნის შემდეგ გარდაიცვალა. იგი უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ვეგეტატიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და 2022 წელს პელეს გარდაცვალება არ შეუტყვია.