თეგებით ძიება
22. 06. 2024 მსოფლიო

აშშ-ში რუსეთის სავიზო ცენტრი იხურება

ამერიკის შეერთებული შტატები ხურავს რუსეთის სავიზო ცენტრს და ართმევს რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

ანტონოვმა განმარტა, რომ დაიხურება სავიზო ცენტრის ორივე ფილიალი - ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში.

”ახლა რუს დიპლომატებსა და კონსულებს დამატებითი ტვირთი ეკისრებათ“, - დასძინა მან.

რუსეთის ელჩის თქმით, ამერიკის ადმინისტრაციას თავისი გადაწყვეტილება არანაირად არ განუმარტავს.

2021 წლიდან რუსეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებს „არამეგობრულ ქვეყნად“ მიიჩნევს.

რამდენიმე დღის წინ, 18 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის საგარეო პოლიტიკური კონტაქტები ახლა "აბსოლუტურ მინიმუმამდეა" შემცირებული.

მინისტრთა დონეზე კონტაქტების მკვეთრი გაუარესება მოჰყვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა