„ჩვენი გუნდი მოედანზეა" - უახლესი ფოტოები ჰამბურგიდან
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ჰამბურგში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ცოტა ხნის წინ ვილი სანიოლმა ნაკრების ძირითადი შემადგენლობა დაასახელა:
მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, დვალი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
ჩვენი ფეხბურთელები უკვე მოედანზე არიან. უახლოეს ფოტოებს ეროვნული ნაკრების "ფეისბუქ" გვერდი ავრცელებს:
მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თქვა, რომ წინა მატჩისას დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გაიმეორონ.
"მთავარია, ჩვენ როგორ ვითამაშებთ. დაშვებული შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ. მეტოქის შესახებ ბევრი რამ ვიცით, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩვენი პრობლემა არა მოწინააღმდეგე, არამედ ჩვენივე დისციპლინით თამაშია. თუ ჩვენს მებრძოლ ხასიათს გამოვავლენთ, ყველაფერი გამოგვივა.
ხანდახან ახალი ენერგიისათვის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელებაა აუცილებელი. დაზუსტებით ვერ გეტყვით, თუმცა ცვლილებები იქნება.
მამარდაშვილის მეტოქის საჯარიმოში ჩასვლა? დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა 1:2 წავაგებდით თუ 1:3-ს. შეიძლებოდა გოლი გაგვეტანა. რისკი არსებობდა და მეკარეს ამის უფლება ჰქონდა".
EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.