ზახაროვა - სავიზო ცენტრების დახურვის შემთხვევაში რუსეთი აშშ-ს ადეკვატურ პასუხს გასცემს
სავიზო ცენტრების დახურვის შემთხვევაში რუსეთი აშშ-ს ადეკვატურ პასუხს გასცემს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ასეთი ზომების განხორციელების შემთხვევაში რუსული მხარე ადეკვატურ პასუხს გასცემს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
ცნობისთვის, აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, აშშ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს და რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს გაუუქმებს.