საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პირველ ტაიმში ჩეხეთს ამარცხებს - გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პირველ ტაიმში ჩეხეთს ანგარიშით 1:0 ამარცხებს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ გოლი პირველი ტაიმის 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა და ტაბლოზე საქართველო - ჩეხეთს შორის ანგარიში 1:0 დაფიქსირდა.
შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.
EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.