თეგებით ძიება

დღეს ლეჩხუმი „ხვამლობის“ დღესასწაულს ზეიმობს

️დილიდან, ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მაღლა მდებარეობს, წირვა აღავლინა ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა- სტეფანემ.

️უამრავი სტუმარი და მომლოცველი ეწვია ლეგენდარულ ხვამლის მთას, რომელიც ისტორიულ განძთსაცავს, მრავალ მითს და იდუმალებას ინახავს. ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობელ ადგილს უდიდესი ძალა აქვს, ხვამლზე მოლოცვა იმედით, ძალით და წყალობით ავსებდა მორწმუნეებს ოდითგან.

დღეს ხვამლის მთაზე თავიანთი კუთხის, ხალხის და სტუმრების გვერდით იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის მოადგილე, ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ზალკანიანი, საკრებულოს თავჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.

წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ღვაწლმოსილ ლეჩხუმელებთან ერთად მოილოცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა კარლო კოპალიანმა.

შეგახსენებთ, რომ ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოები უკვე დასრულდა, 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მაჟორიტარი დეპუტატის- გოჩა ენუქიძის და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობი უახლოეს მომავალში დაიწყება- ხვალმის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ვულოცავთ ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს ამ მადლმოსილ რელიგიურ- სახალხო დღესასწაულს!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა