თეგებით ძიება
22. 06. 2024 მსოფლიო

საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე სოფლიდან ევაკუირებულია მოსახლეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სახანძრო სამსახური ავრცელებს.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, 55 წლის კაცი პელოპონესის ნახევარკუნძულზე, ილიას რაიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავდა, მოგვიანებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახანძრო ბრიგადის სპიკერმა ვასილის ვათრაკოგიანისმა თქვა, რომ 120 კმ/სთ სიჩქარის ქარის ფონზე ხანძრის ლოკალიზება ძალიან გართულდა. მისივე თქმით, სამოქალაქო დაცვის ძალები საჭიროების შემთხვევაში მზადყოფნაში არიან. 120-მდე მეხანძრე-მაშველი ცეცხლის 45 კერას ებრძვის. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა