ირაკლი კობახიძე - 26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია!
26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
პრემიერი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მადლობას უხდის.
„ჯერ იყო ევროპაზე პირველი გასვლა, შემდეგ ევროპაზე პირველი გოლი, დღეს ევროპაზე პირველი ქულა, 26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია!
26 ჩვენი დღეა. მადლობა ბიჭებს!“ - წერს პრემიერი.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.
26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.