თეგებით ძიება
22. 06. 2024 სპორტი

"ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ, იმის მიუხედავად, რომ ჩემ პოზიციაზე არ მიწევს თამაში" - ხვიჩა კვარაცხელია

ისე ვგრძნობ­დი თავს, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვთა­მა­შობ­დი და ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა გულ­შე­მატ­კივ­რებს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რმა, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ სა­ქარ­თვე­ლო-ჩე­ხე­თის მატ­ჩის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კვა­რა­ცხე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი მო­გე­ბას­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო.

"ჩე­ხებს ბევ­რი მო­მენ­ტი ჰქონ­დათ, მაგ­რამ მა­მარ­დაშ­ვილ­მა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, ალ­ბათ ამი­ტო­მაც არის სა­უ­კე­თე­სო მე­კა­რე.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენს, ვფიქ­რობ, ჩვენც გვქონ­და მო­მენ­ტი და ბო­ლოს, სა­ერ­თოდ მო­გე­ბა შეგ­ვეძ­ლო. სა­ნამ შან­სი 1% მა­ინც გვაქვს, ყვე­ლა გუნდთან ვიბ­რძო­ლებთ ბო­ლომ­დე და გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რაც შეგ­ვიძ­ლია.

ოპ­ტი­მა­ლურ ფორ­მა­ში არ ვიცი ვარ თუ არა, ნაკ­რე­ბის­თვის ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რა­საც მა­ვა­ლე­ბენ, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ჩემ პო­ზი­ცი­ა­ზე არ მი­წევს თა­მა­ში. მე ვფიქ­რობ, რომ უკე­თე­სა­დაც შე­მიძ­ლია, სა­კუ­თა­რი თა­ვით კმა­ყო­ფი­ლი არას­დროს არ ვარ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბას მო­მენტს, მსგავ­სი რამ რო­ნალ­დო­საც მოს­ვლია, არა­ფე­რი ისე­თი არ მოს­ვლია, რაც აქამ­დე არ გვი­ნა­ხავს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შემ­დეგ ჯერ­ზე გა­ი­ტანს", - გა­ნა­ცხა­და კვა­რა­ცხე­ლი­ამ, რომ­ლის კო­მენ­ტარს sportall.ge ავ­რცე­ლებს.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლო-ჩე­ხე­თის ნაკ­რე­ბებს შო­რის მატ­ჩი ფრედ, 1:1 დას­რულ­და. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი ქულა მო­ი­პო­ვა.

26 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი გელ­ზენ­კირ­ხენ­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ის ეროვ­ნულ ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა