თეგებით ძიება

წყლის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით GWP-ი განცხადებას ავრცელებს

წიწამურთან მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს. GWP წერს, რომ მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 3 დღეშია დაგეგმილი.

"სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენი სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 3 დღეშია დაგეგმილი," - წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ წყალმომარაგების კრიზისი სოფელ  წიწამურთან, არაგვის ხეობაში მომხდარი ავარიის გამო შეიქმნა. სამშენებლო ნარჩენებისგან შექმნილი ხელოვნური ფერდი დაიძრა, რამაც მილსადენი დააზიანა. შედეგად თბილისში რამდენიმე უბანს წყალი გრაფიკით მიეწოდება. წყალი შეწყვეტილია მცხეთასა და მიმდებარე სოფლებშიც. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა