ხარკოვში დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 56 ადამიანი
რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 56 ადამიანი, მათგან სამი ბავშვია.
რუსმა სამხედროებმა საცხოვრებელ სახლზე დარტყმა საავიაციო ბომბებით განახორციელეს.
იერიშს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და პარტნიორებს მტკიცე გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, რუსეთის ტერორის შეჩერება შესაძლებელია და ის უნდა შეჩერდეს.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, იერიშის შედეგად დაზიანდა მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: სახლი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, მაღაზიები.