მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. სამების საკათედრო ტაძარში წირვას კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.
სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.