„მადლობა ამ საოცარი გარემოსა და გულშემატკივრობისთვის, ვიბრძოლებთ ბოლო წამამდე. ერთად ყველაფერი შეგვიძლია!“ - ზურიკო დავითაშვილი
„ვიბრძოლებთ ბოლო წამამდე, ერთად ყველაფერი შეგვიძლია!“ – ამის შესახებ ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან მატჩის შემდეგ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი სოციალურ ქსელში წერს და გულშემატკივარს მიმართავს.
„როგორც თითოეული თქვენგანი, ამაყი ვარ, რომ ჩვენ აქ ვართ. მადლობა ამ საოცარი გარემოსა და გულშემატკივრობისთვის.
ვიბრძოლებთ ბოლო წამამდე. ერთად ყველაფერი შეგვიძლია!“, – წერს დავითაშვილი.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.
26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.