თეგებით ძიება

ჩვენ ერს ისე ნუ უყურებთ, თითქოს პაპუასები ვიყოთ, ნუ გვაძალებთ გავხდეთ ისეთები, როგორებიც თქვენ ხართ - მეუფე იაკობი

„ჩვენ ერს ისე ნუ უყურებთ, თითქოს პაპუასები ვიყოთ. ჩვენ ვართ ღირსეული ერი, ღირსებით ვივლით კიდეც. თუ გინდათ ურთიერთობა ვინმეს, გქონდეთ ისეთებთან ურთიერთობა, როგორებიც ვართ. თუ არა, ნუ გვაძალებთ გავხდეთ ისეთები, როგორებიც თქვენ ხართ. თქვენ იყავით ისეთები, როგორც მოგწონთ და ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთები, ღმერთს რომ მოეწონება. " - ამის შესახებ  ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა სულთმოფენობის სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. 

"ევროკავშირში გაწევრიანება შანტაჟად გვიქციეს უკვე. სხვა არაფერი აღარ არის. ხომ უნდა მიხაროდეს სადღაც რომ შევდივარ? იმაში დაგვეხმარეთ, ეკონომიკა გავაძლიეროთ, რომ როდესაც მზად ვიქნებით, ძლიერი ეკონომიკით შევიდეთ.

ჩვენთან, ერში, ნუ აკეთებენ გარეთ რომ გარბიან და ვიღაცამ მხარი დაუჭიროს. ახლანდელი პრეზიდენტი იქნება თუ წინა პრეზიდენტები, იმათი აზრები თუ უშველით, გამყიდველი ადამიანების, ვნახოთ. ქართველები მებრძოლი ერი ვართ, ქრისტეს მებრძოლები ვართ და ისეთს, ჩვენს ქვეყანას არავის დავუთმობთ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა