თეგებით ძიება

თბილისში 39 წლის კაცს ეძებენ

თბილისში 39 წლის მამაკაცს ეძებენ. ლევან ახალკაციშვილს ოჯახის წევრები 19 ივნისის შემდეგ უშედეგოდ ეძებენ.

ლევან ახალკაციშვილი 19 ივნისს, 11:00 საათზე გავიდა სახლიდან და ამ დრომდე ახლობლებს მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალკაციშვილს ხელში ეჭირა სპორტული ჩანთა.

39 წლის ლევან ახალკაციშვილის ახლობლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ნებისმიერი სახის ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ნომერზე – 5 55 96 39 08.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა