თეგებით ძიება
23. 06. 2024 მსოფლიო

დაღესტანში მომხდარ თავდასხმებში მონაწილე ორივე შეიარაღებული პირი ლიკვიდირებულია - შსს

დაღესტნის შსს-ს ინფორმაციით, მაჰაჩყალასა და დერბენტში მომხდარ თავდასხმებში მონაწილე ორივე შეიარაღებული პირი ლიკვიდირებულია. მომხდარზე კი  სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღიძრა (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლი).

სამინისტროს ცნობით, მაჰაჩყალაში შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.

ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, ორივე თავდამსხმელი  დაღესტნის სერგოკალინსკის რაიონის უფროსის, მაგომედ ომაროვის შვილია.

ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, თავდასხმაში მონაწილეობდნენ ადილ და ოსმან ომაროვები.

შეგახსენებთ, დაღესტნის ქალაქებში, მაჰაჩყალასა და დერბენტში, შეიარაღებული პირები მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგასა და პოლიციას დაესხნენ თავს. მოკლულია მღვდელი, ხოლო სინაგოგას ცეცხლი წაუკიდეს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა