თეგებით ძიება

ბოლომდე ვიბრძოლებთ და გავაკეთებთ ყველაფერს - ხვიჩა კვარაცხელია

26 ივნისს საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ხვიჩა კვარაცხელია აღნიშნავს, წინ რთული დაპირისპირება ელოდებათ.

ქართველი ფეხბურთელის თქმით,  მას ერთი სული აქვს კრიშტიანუ რონალდუს დაუპირისპირდეს. 

"ყველაფერი შესაძლებელია ჩვენთვის, ყველა გუნდთან თამაში შეგვიძლია. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. დიდი ისტორია დავწერეთ, გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ისე დაემთვა, ჩვენ ჯგუფში აღმოჩნდა პორტუგალია. ძალიან ბედნიერი ვარ, ერთი სული მაქვს მათ წინააღმდეგ ვითამაშო. იმედი მაქვს, ყველაფერი ისე დასრულდება - გახარებულებიც ვიყოთ და კრიშტიანუ რონალდუს მაისურიც მქონდეს“, - აცხადებს ხვიჩა კვარაცხელია. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ბოლო ტურში 26 ივნისს, პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა