თეგებით ძიება
24. 06. 2024 მსოფლიო

სროლა ბაქოში - დაღუპულია 5 ადამიანი

ბაქოში, ძებნილის დაკავებისას, სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, სამი  პოლიციელი, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და თავად მსროლელი - ინფორმაციას ადასტურებს აზერბაიჯანის შსს და გენერალური პროკურატურა.

შემთხვევა აზერბაიჯანის დედაქალაქის ხაზარის რაიონის დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსროლელი აზერბაიჯანის მოქალაქე როვშან ალავერდიევია, რომელიც შსს-ს ცნობით, მანამდე რამდენჯერმე იყო ნასამართლევი.

დაკავების მცდელობისას მან პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და სროლის დროს დაიღუპა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა