თეგებით ძიება
24. 06. 2024 მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მათ შორის რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შეზღუდვას ეხება. გარდა ამისა, ის აღმოფხვის ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლას.

სანქციების მიზანია, რუსეთისთვის ბუნებრივი აირიდან მიღებული შემოსავლების შემცირება. 

სანქციები რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის სრულ შეზღუდვას არ გულისხმობს. ევროკავშირში არსებულ კომპანიებს მისი შეძენის უფლება კვლავ ექნებათ, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მისი მესამე ქვეყნებში გადაზიდვა აიკრძალება. 

ენერგიტიკისა და ვაჭრობის სექტორების გარდა, ახალი სანქციებით რუსეთისგან დაფინანსების მიღება ეკრძალებათ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ცენტრებს. სანქციების ახალ პაკეტს დაემატა 116 ფიზიკური და იურიდიული პირი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა