თეგებით ძიება
24. 06. 2024 მსოფლიო

ევროკავშირმა რამზან კადიროვის დედა დაასანქცირა

ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტში მოხვდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის დედა აიმან კადიროვა.

კადიროვა ახმატ-ჰახი კადიროვის სახელობის რეგიონალური საზოგადოებრივი ფონდის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

ევროკავშირის საბუთების მიხედვით ჩეჩნეთის ლიდერის დედა ჩართული იყო უკრაინიდან გატაცებული ბავშვების ე.წ. ხელახლა აღზრდაში. გარდა ამისა, კადიროვა ამარაგებს ტექნიკითა და სანოვაგით რუსულ სამხედრო შენაერთებს, ასევეეხმარება უკრაინაში მებრძოლი ჩეჩნების ოჯახებს. 

სანქციებს გამოეხმაურა თავად რამზან კადიროვიც:

"უდიდეს მადლობას ვუხდი ევროკავშირს აიმანი კადიროვას მოღვაწეობის მაღალი შეფასებისთვის და ასეთი სასიამოვნო საჩუქრისთვის".

ტაბულა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა