რუსეთში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობა იწვის - დაღუპულია სულ მცირე, 8 ადამიანი
რუსეთში, ქალაქ ფრიაზინოში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „პლატანის“ შენობა იწვის. უკრაინული მედია რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულია სულ მცირე 8 ადამიანი.
რუსეთის შსს-ს ცნობით, ხანძარი 5-8 სართულს შეეხო, რაც მას სირთულის მესამე დონეს ანიჭებს. მაღალი ტემპერატურისა და ხშირი კვამლის გამო ხანძრის ლოკალიზება დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა.
ხანძრის ჩაქრობაში 100-ზე მეტი მეხანძრე და 40 ტექნიკა, მათ შორის ორი სახანძრო ვერტმფრენი იყო ჩართული. ჯამში, დამწვარია 4,5 ათასი კვ.მ ფართობი.
წყარო: მთავარი არხი