თეგებით ძიება

ერთ ლექციას რომ გააცდენდი, უკვე გკითხულობდა.. ყველას უფროსი მეგობარი და გულშემატკივარი იყო - გიორგი გახელაძეს მეგობრები იხსენებენ

გიორგი გახელაძე, რომელსაც ოჯახი ერთი კვირის მანძილზე ეძებდა, კუს ტბის ტერიტორიაზე, გარდაცვლილი ნახეს. საყვარელ ლექტორს, კოლეგას და მეგობარს სოციალურ ქსელში იხსენებენ. მათ შორის, ერთ-ერთი მოგონება მისი სტუდენტის, მკვლევარ ქეთი სიხარულიძისაა:

"სულ ზურგჩანთით დავდივარ და ფოტოს არავინ მიღებსო...

წინა სემესტრში უამრავი წიგნი მომიტანა ზურგჩანთით, სამაგისტროსთვის გამოგადგებაო.

როცა მოიკითხავდი სულ გპასუხობდა რომ მხნედ იყო...

ძალიან უყვარდა თავისი საქმე და ყველა სტუდენტს სულს უბერავდა, სულ ინტერესდებოდა ვის რა უჭირდა და სულ გქონდა მისი იმედი, არასდროს დაიზარებდა.

ერთხელ კურსელს ძაღლმა უკბინა და ლექცია გადადო, სანამ სასწრაფო არ მოვიდა, მარტო როგორ დავტოვოთო.

ერთ ლექციას რომ გააცდენდი, უკვე გკითხულობდა. შესვნებაზეც სულ სტუდენტებს ელაპარაკებოდა. ყველას უფროსი მეგობარი და გულშემატკივარი იყო. ყველაფერზე წინ ადამიანობას აყენებდა.

ძალიან ადრე იყო წასვლისთვის, ბევრი სხვა მიზეზის გარდა, იმსახურებდა ენახა საქართველოს ევროპული მომავალი, რისთვისაც შრომობდა და რაზეც ასე შესტკიოდა გული.

"მიღწვიან მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები"  - წერს ქეთევან სიხარულიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა