თეგებით ძიება

რომელი სასმელის დალევას უნდა მოერიდოთ ცხელ ამინდში?

მოერიდეთ ყავის, ტკბილი გაზიანი სასმელების ან მაღაზიაში ნაყიდი ბურახის ხშირად სმას სიცხეში.

უგაზო მინერალური წყალი კარგ გავლენას ახდენს სხეულზე ცხელ ამინდში. ის შეიცავს მცირე რაოდენობით მარილებს, რომლებიც ადამიანს სიცხის გამო უხვი ოფლიანობის დროს სჭირდება.

მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ბუნებრივი ქოქოსის წყალი შესანიშნავად კლავს წყურვილს და ეხმარება ორგანიზმს, გაუმკლავდეს დატვირთვას ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო.

ეს სასმელი შეიცავს კალიუმს, ელექტროლიტებს, მინერალებს და ანტიოქსიდანტებს.

ასევე შეგიძლიათ დალიოთ სახლში დამზადებული ბურახი - ის მდიდარია ნახშირორჟანგითა და ამინომჟავებით. მაგრამ უმჯობესია მოერიდოთ მაღაზიაში ნაყიდებს - ისინი შეიცავს უამრავ შაქარს, კონსერვანტებს და მავნე ნივთიერებებს.

მაწონი და კომპოტი ასევე კარგად უმკლავდება წყურვილს. იზოტონური სასმელები არანაკლებ სასარგებლოა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სპორტით არის დაკავებული.

ეს არის სასმელები, რომლებიც შეიცავს წყალს, მინერალებს, ვიტამინებს, ხილის წვენებს და მარილს, რაც მნიშვნელოვანია სხეულის მაღალი ხარისხის რეჰიდრატაციისთვის.

სჯობს სიცხეში არ დალიოთ:

ტკბილი გაზიანი სასმელები,

ყავა,

ცხელი შოკოლადი,

– ისინი არამარტო წყურვილს არ მოგვიკლავენ, არამედ ორგანიზმიდან სითხეც გამოაქვთ. თუ ძნელია ყავაზე უარის თქმა, მაშინ ჯობია, დალიოთ არაუმეტეს ერთი ფინჯანი, შემდეგ კი მისი კომპენსირება მოხდინოთ უბრალო წყლით.

მკურნალი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა