თეგებით ძიება

ყველა ჩვენი დასავლელი მეგობარი ამბობს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ერთადერთი პრობლემა დღევანდელი ხელისუფლებაა - ნაცვლიშვილი

თუ არ იქნება ცვლილება, საქართველოს წინაშე ევროპის კარი დაიკეტება და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების ნება, რისთვისაც თაობები მედგრად დგან და იბრძვიან - ეს ამოცანა იქნება ჩაჩეხილი, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ ლუქსემბურგში გაკეთებული განცხადება შეაფასა.

„ბორელის დღევანდელი განცხადება არ არის მისი პერსონალური მოსაზრება. ეს არის ევროკავშირის პოზიცია. ბორელი ახმოვანებს ინსტიტუციის პოზიციას და ინსტიტუციის პოზიცია არის მკაფიო: თუ არ იქნება ცვლილება, საქართველოს წინაშე დაიკეტება ევროპის კარი და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების ნება, რისთვისაც თაობები მედგრად დგანან და იბრძვიან - ეს ამოცანა იქნება ჩაჩეხილი. ამის დაშვება არ შეიძლება, ამიტომ გამოსავალი არის „ქართული ოცნების“ ცვლილებაში. სხვანაირად ქვეყნის ევროპული კურსი ვერ გადარჩება. ამ მოცემულობაში ცვლილების გასაღები, ჯერ კიდევ არის ხალხის ხელში და ეს გასაღები უნდა ამოქმედდეს 26 ოქტომბერს არჩევნების გზით.

ეს არის ის მძიმე რისკები, რომლის წინაშეც „ქართულმა ოცნებამ“ დააყენა საქართველოს სახელმწიფო, სუვერენიტეტი, თავდაცვისუნარიანობა და საქართველოს მოქალაქეების ისტორიული მონაპოვარი, რომ ყოველგვარი ვიზის და დამატებითი შეზღუდვების გარეშე ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა ევროკავშირში გადაადგილებაზე.

ყველა ჩვენი დასავლელი მეგობარი ადასტურებს მეგობრობას ქართველი ხალხის მიმართ და მკაფიოდ ამბობს იმას, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ერთადერთი პრობლემა არის დღევანდელი ხელისუფლება“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა