თეგებით ძიება
25. 06. 2024 სპორტი

კვარაცხელია პსჟ-სთან კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდა - La Gazzetta dello Sport

"ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთან კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდა - წერს La Gazzetta dello Sport.

წყაროს ცნობით, მხარეები ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი წელიწადში 7,5 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელებს ფეხბურთელის გაშვება არ სურთ.

შეგახსენებთ, რომ ადრე აგენტმა მამუკა ჯუღელმა, რომელიც ქართველი ფეხბურთელის ინტერესებს წარმოადგენს, გამოაცხადა მისი კლიენტის სურვილი, დატოვოს „ნაპოლი,“ რათა გადასულიყო გუნდში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებდა. 

კვარაცხელიას მოქმედი კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა